მიხეილ სააკაშვილი: ხვალიდან ჩვენ იურისტთა ჯგუფი უნდა შევქმნათ. ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად. დასრულდა აქ ბაირამობა და ლობიოობა

ეს პერსონა

ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებას, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვით ეხმაურება. 

„ხვალიდან, ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღეთ ტელევიზიებიდან ყველას სახელი და გვარი, ადამიანი უფლებების დამრღვევი პოლიციელის, ყველას ვინც არბევს, სცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში.

ყველა მათგანზე შევიტანოთ სარჩელი, დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა სისხლის სამართლის აღძვრაზე. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში შეიძლება ამას ეგრევე ეფექტი არ მოყვეს მაგრამ, ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მე მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად! დამთავრდა აქ ბაირამობა და ლობიოობა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ საღამოს, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ბოქლომი დაადეს, მოგვიანებით კი გვერცხები დაუშინეს.  ოფისში ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ.

 

 

0
2
1
0
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top