ოკუპანტებმა, სოფელ ხელჩუას მახლობლად საქართვლოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ეს პერსონა

სოფელ ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით მოქალაქე 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება – მარიხუანა ცხრა გრამის ოდენობით ამოიღეს. 26 ნოემბერს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით – საზღვრის უკანონო კვეთა და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა – აღძრეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული და შესაბამისად, დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.



 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top