ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დიკაპრიო ამაზონში ხანძრების გაჩენის ხელშეწყობაში დაადანაშაულა

ეს პერსონა

ჰოლივუდელი ვარსკვლავი, მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ვრაზილიის ბრეზიდენტმა დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუს თქმით, ჰოლივუდელი ვარსკვლავი ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის გაჩენას აფინანსებდა.

„დიკაპრიო მაგარი ბიჭია, ხომ? თან ამაზონის ტყეების დაწვისთვის ფულს არ იშურებს“, – დაწერა ბრაზილიის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

კერძოდ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდმა თანხა გადაურიცხა „მსოფლიო ველური ბუნების დაცვის ფონდს“, რომელმაც თავის მხრივ, თანხა მოხალისე მეხანძრეებს დაურიგა, რათა მათ ამაზონის ტყეში არსებული ხანძრების კერები გადაეღოთ და სურათები ფონდისთვის გადაეგზავნათ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მოხალისეთა ნაწილი თავად აჩენდა ცეცხლს, რათა ანაზღაურება მიეღო. რამდენიმე დამნაშავე დააკავეს კიდეც.

თავად დიკაპრიო და „მსოფლიო ველური დაცვის ფონდი“ უარყოფენ, რომ რამე სახის თანხა გადაურიცხეს მოხალისე მეხანძრეებს.


 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top