მამაკაცი, რომელიც ლონდონის ხიდზე ხალხს თავს დაესხა, წარსულში ტერორიზმისთვის იყო ნასამართლევი

ეს პერსონა

ცნობილი გახდა იმ თავდამსხმლის ვინაობა, ვინც ლონდონის ხიდზე ტერორისტული აქტი მოაწყო. პოლიციის ინფორმაციით, ის 28 წლის უსმან ხანი აღმოჩნდა, რომელიც 2012 წელს ტერორიზმისთვის იყო ნასამართლევი.

2018 წელს ხანი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

The Times-ის ცნობით, ხანი ციხიდან გაშვებამდე ელექტრონული სამაჯურის ტარებას დასთანხმდა, რაც ბრიტანეთში აუცილებელი პირობაა ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის. ელექტროსამაჯურის მეშვეობით მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება, თუმცა პოლიცია არკვევს, როგორ მოახერხა მამაკაცმა ტერორისტული აქტის მოწყობა.

გარდა ამისა, სამართალდამცველები იძიებენ, ჰყავდა თუ არა ხანს თანამზრახველი.

ცნობისთვის, გუშინ, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად უსმან ხანმა  ცივი იარაღით 2 ადამიანი მოკლა, ხოლო 3 დაჭრა. ბიბისის ინფორმაციით, უსმან ხანი კემბრიჯის უნივერსიტეტის კონფერენციას ესწრებოდა, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას. შეხვედრას ათობით ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის სტუდენტები და ყოფილი პატიმრები. პოლიციის განმარტებით, თავდასხმა ჯერ კიდევ შენობის შიგნით დაიწყო, შემდგომ ის ლონდონის ხიდზე გადაინაცვლა. სამართალდამცველებმა ხანის შეჩერების მიზნით თავდასხმელს ესროლეს და მოკლეს.

 

 

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top