ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

ეს პერსონა

ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რაიონში, ხელჩუასთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით   საქართველოს მოქალაქე, 51 წლის გენადი ბესტაევი დააკავა

ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ინფორმაციით, ზარდიანთკარის მკვიდრს აღმოუჩინეს დაახლოებით 9 გრამის ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა.

ცხინვალის დე-ფაქტო რაიონულმა სასამართლომ  ბესტაევს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

წყარო: РЕС
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top