იმედი გვაქვს, შეხვედრაზე ოპოზიცია და ხელისუფლება იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე - ელიზაბეთ რუდი

ეს პერსონა

„ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყების წინ.

მისივე თქმით, აშშ მაშინვე მოუწოდა მხარეებს დიალოგისკენ, როცა პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

რუდმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.  

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, მხარეებს დიალოგისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებსა და საექსპერტო ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აქ იმყოფებიან ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები.

იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე და გამოავლენენ ევროინტეგრაციისკენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას“,- განაცხადა  რუდმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top