მარნეულში 2 პირი დააკავეს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა კ.ხ. - მ მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „ბ“ ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, -აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top