გიგა ბოკერია: „ქართულ ოცნებას“ არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალაო

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შეხვედრის უცნაური ფორმატი შესთავაზა, რადგან არ არიან მიწვეული ის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში დგანან.

ბოკერიას ინფორმაციით, ოპოზიცია შეხვედრაზე დააყენებს „გერმანულ მოდელზე“ გადასვლის საკითხს, ასევე ისაუბრებს „გავრილოვის ღამეზე“.

„ძალიან უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ამ მოთხოვნის უკან იდგნენ, ისინი არ დაპატიჟეს ჩვენი მიმართვის მიუხედავად. მას შემდეგ, რაც შეცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ არანაირ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და გერმანულ მოდელზე, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალაო. უამრავი პრობლემა და საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს არის იმ დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა. აქ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წინადადება. მეორე არის პოლიტპატიმრების საკითხები, „გავრილოვის ღამის" შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის საკითხები, რაც იქნება არსებითი ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება. აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რომელზეც მე ვისაუბრე“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატების თანდასწრებით ერთმანეთს შეხვდებიან.

 

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top