Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემელს ნატვრა აუსრულა - მას საგის მე-9 ეპიზოდი, „The Rise of Skywalker“ პრემიერამდე ერთი თვით ადრე უჩვენეს

ეს პერსონა

კინოსტუდია Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ კიბოთი დაავადებულ ფანს სიკვდილის წინ სურვილი შეუსრულა. ინგლისში მცხოვრებ კაცს პრემიერამდე ერთი თვით ადრე ვარსკვლავური საგის მე-9 ეპიზოდის, სახელწოდებით „The Rise of Skywalker“-ის ნახვის საშუალება მისცეს.

გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, კიბოთი დაავადებულ მამაკაცს ფილმის ნახვა შვილთან ერთად სურდა, მაგრამ მას ეშინოდა, რომ პრემიერამდე, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება, ვერ იცოცხლებდა.ჰოსპისმა, რომელშიც მამაკაცი წევს, პაციენტის სურვილის შესასრულებლად ონლაინ-კამპანია წამოიწყო, რომელიც არ გამოეპარა „ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ მარკ ჰემილს.

ჰემილი Disney-ს დაუკავშირდა,რის შემდეგ სტუდიამ „ვარსკვლავური ტრილოგიის“ ერთგული თაყვანისმცემლისთვის ფილმის ჩვენება მოაწყო. ამბავს გამოეხმაურა Disney-ს გენერალური დირექტორი ბობ იგერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

„ამ მადლიერების დღეს ჩვენ, დისნეიში მადლიერები ვართ, რომ შეგვიძლია, გავუზიაროთ „The Rise of Skywalker“ პაციენტსა და მისი ოჯახს. დაე, ძალა იყოს თქვენთან და ყველა ჩვენგანთან“, - დაწერა იგერმა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კინოსტუდია ავადმყოფ თაყვანისმცემლებს ფილმებს პრემიერამდე ადრე უჩვენებს. 2015 წელს  Disney-მ ახალი ვარსკვლავური ტრილოგიის პირველი სურათი „The Force Awakens“ ავადმყოფ კაცს პრემიერამდე ორი თვით ადრე ანახა.

 

 

 

წყარო: Just Jared
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top