"შეხვედრაზე #სირცხვილიას ვაშაძე და ბოკერია წარმოადგენდნენ" - ირაკლი კობახიძე

ეს პერსონა

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, სადაც ისინი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საარჩევნო წესის ცვლილების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ესწრებოდა, რადგან მათ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო წარმოადგენდა. მისი თქმით, ეს ერთი პოლიტიკური ძალაა.

"აქტივისტების წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია, უშუალოდ #სირცხვილიას და #გაბედეს წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია და მათ დააფიქსირეს თავისი პოზიცია და მათ დააფიქსირეს მათი სახელითაც, ჩვენ ასე მივიღეთ, პოზიცია " — თქვა კობახიძემ 

წყარო: radiotavisupleba.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top