ესტონეთში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ეს პერსონა

ესტონეთის დედაქალაქში, ტალინში მცხოვრემა ქართველებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე, ასევე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილიც.
 
"მოგეხსენებათ, ექიმი გაფრინდაშვილი აქამდე რჩება ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ტყვეობაში, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ნათელ მაგალითს“, — ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ აქცია ტალინში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top