ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

ეს პერსონა

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ორივე არასრულწლოვანი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

"ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან,რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში,რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა. რა გითხრა მამი არ ვიცი.. ვფიქრობდი, რომ კაცად გზრდიდით, მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ. ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად,რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ, სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ ყველა არ აღმოჩნდა ისეთი...
მალადეც მამი" - წერს ზაზა სარალიძე საკუთარ facebook გვერდზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top