საფრანგეთში, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება

ეს პერსონა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ლევილის მამულს ესტუმრა. მისი თქმით საფრანგეთის პატარა სოფელში, ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ქართული ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება.

"ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ, შესანიშნავ დესპან გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები, ქალბატონი ირენ ციციშვილი, ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისო ტარასაშვილი, ასოციაცია "ქართული კერას" ვიცე-პრეზიდენტი. მოლაპარაკების შედეგად ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორნაწილიანი იქნება — ერთი პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე — დიდი ქართული ბიბლიოთეკა" — წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top