გარდაცვლილი კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია

ეს პერსონა

29 ნოემბერს, ლონდონში მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია სამი ადამიანი. გარდაცვლილთან ერთ-ერთი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი, ჯეკ მერიტია.  მერიტი იყო ერთ-ერთი რეაბილიტაციური პროგრამის "ერთად ვისწავლოთ" კოორდინატორი, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდებოდა. პროგრამა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც სტუდენტები, ისე მსჯავრდებულები, მათ შორის უსმან კანი, რომელმაც ეს ტერაქტი მოაწყო. 

თავდამსხმელმა ჯერ კიდევ შენობაში ყოფნისას ჭრილობა მიაყენა იქ მერიტს და კიდევ ერთ ქალს, შემდეგ კი ქუჩაში ლონდონბრიჯზე დანით ხელში გადაადგილდებოდა. ის გამვლელებმა გაანეიტრალეს.

როგორც უკვე ცნობილია, ლონდონბრიჯზე ტერორისტული აქტი 28 წლის უსმან ხანმა განახორციელა. ის წარსულში ტერორიზმის ბრალდებით ნასამართლევი იყო. უსმან ხანს ტერორიზმში ბრალდების გამო 2012 წელს პატიმრობა მიესაჯა, 2018 წლის დეკემბერში კი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

 

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top