გიგა მაქარაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ეს პერსონა

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, იგი გორში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა.

მაქარაშვილი18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს. 

პოლიციის შენობასთან მას მეგობრები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები სიმღერებით დახვდნენ და ამ ფორმით გაამხნევეს კიდევ ერთი აქტივისტი ბექა ბასილაია, რომელიც საპატიმროდან დღეს გათავისუფლდება.

გიგა მაქარაშვილი თბილისში ჩასვლას ფეხით აპირებდა, თუმცა იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა იყოს და გზაში 2 დღეს ვერ დაკარგავდა. საპროტესტო ტალღას თბილისში ის უკვე დღეს შეუერთდება.

 

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top