ავიაკატასტროფას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია

ეს პერსონა

აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ორი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კატასტროფა დაკოტას შტატში მოხდა. კატასტროფის დროს ბორტზე სულ 12 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საჰაერო ხომალდი აიდაჰოში მიფრინავდა. მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად არასათანადო მეტეოროლოგიური პირობები.

ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის საავიაციო სამმართველოში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს იკვლევენ.

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top