1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ეს პერსონა

1 დეკემბერს, საქართველო უკვე 28-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. საქართველო გამოდის დევიზით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“

2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 - ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4197 ავადმყოფს და 1626 გარდაიცვალა. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა.

როგორც შიდსის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, განხორციელებული ღონისძიებებისა და კამპანიების მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა და აივ/შიდსის რეალური საფრთხის გაცნობიერება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top