დიკაპრიო ამაზონის ხანძრებთან კავშირს უარყოფს

ეს პერსონა

ჰოლივუდის მსახიობი და გარემოსდამცველი აქტივისტი ლეონარდო დიკაპრიო  ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებთან კავშირს უარყოფს. ამის შესახებ დიკაპრიო ინსტაგრამის გევრდზე წერს. 

„როდესაც ამაზონი კრიზისშია, მე გამოვხატავ მხარდაჭერას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას.  ამ განუმეორებელი ეკოსისტემების მომავალი საფრთხეშია და მე ამაყი ვარ, რომ ვეხმარები იმ ჯგუფებს, რომლებიც მათ იცავენ. ის ორგანიზაციები, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტმა ახსენა, არ დაგვიფინანსებია“, – წერს დიკაპრიო.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტის ჯეირ ბოლსონაროს განცხადებით,  ლეონარდო დიკაპრიო აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენენაში არიან დამნაშავე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top