Euronews: რატომ ითხოვს ათასეულობით ქართველი ვადამდელ არჩევნებს?

ეს პერსონა

გამოცემა Euronews-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.  სტატიაში რომლის სათაურია- „რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?", აღნიშნულია, რომ  საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით, მოსახლეობის ნაწილი  საპროტესტო აქციებს მართავს. როგორც ჟურნალისტი ორლანდო ქროუფორტი წერს, დემონსტრანტები უკვე მეორე კვირაა,  ქვეყნის პარლამენტის შენობის ბლოკირებას ცდილობენ.

"აქტივისტები ითხოვენ, რომ 2024 წლისთვის დაანონსებული საარჩევნო სისტემა 2020 წელს ამოქმედდეს, რაც ქვეყანას შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადაიყვანდა.

მათი თქმით, მოქმედი სისტემა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი და საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

საპროტესტო აქციები მოედო სხვა ქალაქებს, მათ შორის მცხეთას, ზუგდიდს, ფოთს, თელავსა და ოზურგეთს, სადაც მომიტინგეებმა მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო უწყებების შენობები დააბოქლომეს. მათი ქმედებები პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაგმო. პოლიციამ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები კი წყლის ჭავლით დაშალა“, - წერს Euronews-ი.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top