ბიძინა ივანიშვილი: გვერდზე გავდგები, როცა ჯანსაღი ძალები იბრძოლებენ ძალაუფლებისთვის

ეს პერსონა

„თბილისში არეულობა მილიარდერის ოცნებას საფრთხეს უქმნის“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო თვეები "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ კოშმარად იქცა. სტატიის ავტორების, ჰუგო მილერისა და ჰელენა ბედველის, თანახმად, ივანიშვილთან ინტერვიუ სოფელ ჭორვილაში 8 ნოემბერს ჩაწერეს.

ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ძალები და არა დესტრუქციული ძალები. გვერდზე გავდგები, როცა ვნახავ, რომ ჯანსაღი ძალები იბრძვიან ძალაუფლებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა გამოცემასთან.

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის უზარმაზარი ქონება და საქველმოქმედო პროექტები აძლიერებს ისეთ ქვეყანას, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 400 დოლარია. „მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, - ამბობს მმართველი გუნდის ლიდერი ინტერვიუს დროს.

Bloomberg-თან ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. როგორც სტატიის ავტორი წერს, ივანიშვილის მიზანი მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენაა.

„ის რაც რუსეთმა ომით გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ თუ ჩვენ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, ვითარება არასდროს შეიცვლება.

დღეს რომ არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ძალას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ყოფილიყო, პოლიტიკას დავტოვებდი, ვეღარ მნახავდით პოლიტიკაში, ან პარლამენტში. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი “, - ამბობს ივანიშვილი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top