ავარიას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

ეს პერსონა

უბედური შემთხვევა თბილისში - ორთაჭალაში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მამაკაცმა კი ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო. მანქანაში ასევე იმყოფებოდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top