„ქართული ოცნების“ ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

ეს პერსონა

„ქართული ოცნების“ ოფისთან უფლებადამცველთა ასოციაციის ორგანიზებით  „ლეიბორისტული“ პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. შეკრებილები ჩხარტიშვილის რვადღიან პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის,  ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top