ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს

ეს პერსონა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრველს ქადაგებით მიმართა. 

„როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რაც არ შეუძლია მას ტვირთვა. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება ადამიანი და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ასრულებს ღვთის განგებას.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთი სიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს“,- ბრძანა პატრიარქმა. 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top