მამა სებასტიანე: კეთილმა ადამიანმა ამ დილით ახალი ლურჯა მომიყვანა

ეს პერსონა

კეთილმა ადამიანმა ვანო ნაცვალაძემ ამ დილით მომიყვანა ახალი ლურჯა, - ამის შესახებ მამა სებასტიანე "ფეისბუქზე" წერს. მამაოს რამდენიმე დღის წინ, სახედარი მგლებმა შეუჭამეს. 

"უღრმესი მადლობა მას, ასეთი სიხარულისათვის.
ასევე მადლობა ყველას გვერდში დგომისა და ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის.

ჩემმა შეფარებულმა პატრონებისგან გამოყრილმა, ინვალიდმა, და მოხუცმა ცუგებმა რომ შეძლონ არსებობა, გვესაჭიროება კეთილი ხალხის დახმარება, თითო ლარიც კი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის", - წერს მამა სებასტიანე.

8
2
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top