ქუთაისში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი თეთრი ხიდიდან დაიძრნენ და მსვლელობით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ. „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“, ,,საქართველო ნაცების გარეშე“ - სკანდირებდნენ აქტივისტები. ადგილზე შეკრებილებმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს.