"ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით" - ნიკა გვარამია

ეს პერსონა

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო,

დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის

შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ", - წერს გვარამია.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top