"ამ სიმახინჯისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, პასუხს მიიღებთ არჩევნებზე" - გრიგოლ ვაშაძე

ეს პერსონა

გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან გამართულ აქციას, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ვაშაძის განცხადებით,  არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“ კანონიერი პროტესტის ფარგლებში გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას.

„მოგესალმებით ქუთაისიდან, ქართული ცივილიზაციის აკვანიდან, სადაც დღეს კიდევ ერთხელ დადგა უნიჭო სპექტაკლი ხელისუფლებამ . ეს ის ქალაქია, სადაც შენობები ინგრევა, სადაც გზები არ არის,სადაც გადათხრილ ქუჩებს წლობით ვერ აკეთებენ- იმ შვიდ-რვა წელში, რომელსაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნას ეძახიან. ეს ის ქალაქია, რომელიც მასობრივად დაცლილია, სადაც არის უიმედობა, უმუშევრობა , სადაც ელემენტარული ცხოვრების პირობები არ იქმნება, ამათი უნიჭო მმართველობის გამო.

მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობენ, რომ არაცივილიზებული ქცევისკენ გვიბიძგონ-ვერ მოგართვით! ხომ გახსოვთ ეს გამოთქმა: „ვერ მოგართვით“? არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, გავაგრძელებთ მშვიდობიან, კონსტიტუციის ფარგლებში საპროტესტო მოძრაობას და გავაგრძელებთ ცივილიზებულად არჩევნებისთვის მომზადებას და ამისთვის, ამ სიმახინჯისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, პასუხს მიიღებთ არჩევნებზე. პირობას გაძლევთ, ქუთაისი იქნება ნომერ პირველი ქალაქი, რომელიც მასობრივად გეტყვით უარს თქვენი უნიჭობას, იდოტიზმს და იმას, რომ საქართველოში ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს უნიჭოდ და იდიოტურად წაართვით რვა წელიწადი“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top