შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
"დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.
ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს" , - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა რამდენიმე კი, დაიჭრა.