პროკურატურა: ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

ეს პერსონა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას  პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

დღეს გვარამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა  იმის შესახებ, რომ შესაძლოა მან ქვეყანა დატოვოს. მისი ინფორმაციით, საკითხზე განცხადებას დღეს, გადაცემა „მთავარი აქცენტებში“  გააკეთებს. 

ცნობისთვუს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top