რომან პოლანსკი პოლონეთში სტუდენტების პროტესტის გამო ვერ ჩავიდა

ეს პერსონა

რეჟისორმა რომან პოლანსკიმ მშობლიურ პოლონეთში, ფილმის სკოლაში ვიზიტი გადადო, ამის მიზეზი კი პოლანსკის მიერ ყოფილ ფოტოგრაფსა და მსახიობზე, ვალენტინ მონიეზე შესაძლო სექსუალური ძალადობაა, რასაც სტუდენტები აპროტესტებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

86 წლის რომან პოლანსკი, რომელიც აშშ-ში გაუპატიურების საქმეზეა ძებნილი, ლოძის ეროვნულ კინოსკოლაში უნდა ჩასულიყო. პოლანსკიმ დაადასტურა, რომ მისი ვიზიტი სკოლის დირექტორის თხოვნის შედეგად გაუქმდა. უნივერსიტეტში პოლანსკის ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ხელი 100-ზე მეტმა სტუდენტმა, თანამშრომელმა და კურსდამთავრებულმა მოაწერა.

აშშ-ში პოლანსკის არასრულწლოვანი მოდელის, 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო დანაშაული 40 წლის წინ, 1977 წელს არის ჩადენილი. გაუპატიურებაში ბრალდების გამო 2018 წლის მაისში პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top