ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ეს პერსონა

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ჟან-კლოდ იუნკერი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურად შეცვალა. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„მე ამ საქმიანობისთვის ყველაფერი გავაკეთე და ახლა პოსტს ვტოვებ. სევდიანი არ ვარ, თუმცა არც ბედნიერი“,-განაცხადა იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამავე დროს, ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. აქამდე ის გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა ევროსაბჭოს ახლად დანიშნული პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამ თანამდებობაზე მან დონალდ ტუსკი შეცვალა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top