გაეროს გენერალური მდივანი: ბუნებასთან ომი უნდა შევწყვიტოთ

ეს პერსონა

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიომ „ბუნებასთან ომი“ უნდა შეყვიტოს და გამოავლინოს პოლიტიკური ნება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

მადრიდში კლიმატისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამიტის გახსნის წინ, რომელიც 2-13 დეკემბრამდე გაიმართება, გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა განახლებად ენერგიაზე გადასვლა.

„ჩვენი ომი ბუნების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს და ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ უარი თხრასა და ბურღვაზე და გამოვიყენოთ ის უდიდესი შესაძლებლობები, რომლებსაც განახლებადი ენერგია და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები გვთავაზობენ“, - არნიშნა გუტერეშმა.

მან აღნიშნა, რომ ბევრი სახელმწიფო ვალდებულებებს არ იღებს და არ ავლენს პოლიტიკურ ნებას.

კლიმატურ სამიტზე 25 000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top