რომის პაპმა კონსუმერიზმი ვირუსად შერაცხა - მან ხალხს მოუწოდა, არ იყვნენ ნივთებზე დამოკიდებული

ეს პერსონა

რომის პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, წინასაშობაო პერიოდში  კონსუმერიზმის უკიდურეს გამოვლინებებს წინააღმდეგობა გაუწიონ. რომის პაპის განმარტებით, ეს ვირუსია, რომელიც თავს ესხმის რწმენასა და შეურაცხყოფს გაჭირვებულებს. კერძოდ, რომის პაპის მტკიცებით, კონსუმერიზმის გამო ხალხს ავიწყდება „ძმა, რომელიც შენს კარზე აკაკუნებს“.

„როცა ნივთებისთვის ცხოვრობ, ისინი არასდროს არ გყოფნის, სიხარბე იზრდება, სხვა ხალხი იქცევა წინააღმდეგობად რბოლაში“,-თქვა მან საკვირაო ქადაგების დროს. მან გაკიცხა, რომ დღეს მსოფლიოს ბევრ ადგილას „გაბატონებულია კონსუმერიზმი“.

პაპმა ფრანცისკემ აღნიშნულ საკითხს წლის უდიდესი ფასდაკლებების 2 დღის - „შავი პარასკევისა“ და „კიბერ ორშაბათის“  შუალედში გაუსვა ხაზი. ე.წ. „შავ პარასკევს“ მარტო აშშ-ში ონლაინ ფასდაკლებებისგან მიღებულმა შემოსავალმა 7.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 20%-ით მეტია წინა წლის შედეგებზე.

„შავი პარასკევი“ ესაა აშშ-ის დღესასწაულის, მადლიერების დღის შემდგომი დღე. მიიჩნევენ, რომ სწორედ „შავი პარასკევიდან“ იწყება წინასაშობაო და წინასაახალწლო ფასდაკლებების სეზონი. ხშირად ფასდაკლებები შაბათ-კვირასაც გრძელდება, ხოლო მომდევნო ორშაბათს ხანდახან „კიბერ ორშაბათად“ მოიხსენიებენ, რადგან ფასდაკლებები ინტერნეტ-მაღაზიებში ინაცვლებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top