ხვალ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილსა და ნიკა მელიას განაჩენს გამოუცხადებენ

ეს პერსონა

ხვალ, 9:30 საათზე , „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.

მელიასა და ადეიშვილს აღნიშნულ საქმეზე ბრალი 2012 წელს წაუყენეს.

ნიკა მელიას თანაგუნდელის, ხატია დეკანოიძის ინფრომაციით, ხვალ, „10:00 საათზე დაგეგმილია მელიას მიმართ წამოწყებული მეორე საქმის, ე.წ “გავრილოვის საქმის” განხილვაც“.

დეკანოიძის თქმით, ენმ-ის წევრები ხვალ საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

 „ქარტუ ბანკის“ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

წყარო: IPN
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top