თინათინ ბოკუჩავა: 2 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობა" საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბება

ეს პერსონა

თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას ხვალ, 2 დეკემბერს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.

თინათინ ბოკუაჩავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

„ხვალ ორი პროცესია, ერთი არის ე.წ ქართუს საქმე, ხოლო მეორე „გავრილოვის საქმე“. ბუნებრივია, არც ერთ საქმეს არანაირი სამართლებრივი მოტივი არ გააჩნია და ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიაში ხედავს პოლიტიკურ საფრთხეს, სერიოზულ და ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტს", - ამბობს ბოკუჩავამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top