მიხეილ სააკაშვილი: ქუთაისში კარგი პურისმჭამელების გამოსვლა იყო და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე

ეს პერსონა

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრი ფიქრის შედეგად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

"მე ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ნამდვილმა მშრომელებმა, კარგმა ხალხმა, მომიწოდა დღეს. ქუთაისში იყო მასობროვი გამოსვლა ხალხის. კარგი პურის მჭამელების, კარგი დამრტყმელების, კარგი, ჯიგარი, წამლის გამრჭობების. კარგი, ბიუჯეტის ქურდების გამოსვლა და მე მივიღე გადაწყვეტილება, ამ წარსულის მუმიების თხოვნით, მივიღო გადაწყვეტილება და გადავდგე. დღეიდან მიშა სააკაშვილი გადამდგარია. გადავდექი" - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს ქუთაისში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოპოზიციის ოფისებს კვერხები, საღებავები და ცოცხები დაუშინეს. მხარეებს შორის იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. აქციის მოაწილეების მხრიდან შეძახილებს შორის იყო "მიშა გადადექი". სააკაშვილი "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში სწორედ შეძახილების ამ ნაწილს გამოხმაურა. 

1
4
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top