„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ადეიშვილს კი პატიმრობა განესაზღვრა

ეს პერსონა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, ერთ ეპიზოდში-სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ნიკა მელიას მიმართ გამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. მას  25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრა.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. 

0
2
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top