ბურკინა-ფასოში დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში 14 ადამიანი დახოცეს

ეს პერსონა

ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰანტუკურაში საკვირაო ქადაგების დროს შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმელთა ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია.

წინა ოქტომბერს 15 ადამიანი დაცოხეს, ხოლო 2 მძიმედ  დაშავდა მეჩეთზე თავდასხმისას.

ბოლო წლებში ბურკინა-ფასოში ასობით ადამიანი დახოცეს, უმეტეს შემთხვევაში, ამაში ჯიჰადისტთა ჯგუფებია გარეული. 2015 წლიდან ბურკინა ფასოში ჯიჰადისტთა გახშირებული თავდასხმების გამო ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლის დაკეტვა მოჰყვა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top