კრიმინალური ბანდფორმირებები მანქანების გატაცებისთვის WhatsApp-ის ჯგუფებს იყენებენ

ეს პერსონა

ქურდების ბანდფორმირებები WhatsApp-ის ჯგუფებს იყენებენ, რათა შეადგინონ საჭირო მანქანების მოდელების სია და მათი გატაცების გეგმა.

კრიმინალური ბანდები იყენებენ კოდირებულ მესიჯებს WhatsApp-ის, Telegram-ისა და Signal-ის  ჯგუფებში.  თავდაპირველად ისინი ირჩევენ საჭირო მოდელის მანქანას, შემდგომ ისინი ამზადებენ „კლონირებულ“ სანომრო ნიშნებს და მერე უდგებიან ავტომობილის გატაცებას.

ექსპერტების ინფორმაციით, გატაცების მოსამსაზდებელ პერიოდში და მის შემდეგაც ბოროტმოქმედებებს შორის მიმოწერა მიმდინარეობს არა მარტო დახურულ ჯგუფებში, არამედ სოციალურ ქსელებსა და ონლაინთამაშებში.

დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია ამცირებს ავტომობილის პოვნის შანსს. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი მანქანის ძებნის პროცესში ჩართულია ძვირადღირებული ტექნიკა და ესქპერტები, ვინც იცის მათი გამოიყენება.

ერთ-ერთი პრაქტიკაა მანქანის უკანონო მითვისება დამკვეთისთვის, რომლებსაც შემდგომში შეუძლია, მანქანა ნაწილებად დაშალოს ან უფრო მაღალ ფასში გაყიდოს.

დიდი ბრიტანეთის შსს-ის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში გატაცებულ მანქანათა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. 2017-2018 წლებში უკანონოდ იყო აღებული 112 000-მდე მანქანა. შედარებისთვის, 2013-2014 წლებში მათი რიცხვი 75.308-ს შეადგენდა.

 

 

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top