ლომბარდის ძარცვის წარუმატებელი მცდელობა თემქაზე - ვიდეო

ეს პერსონა

თემქაზე მამაკაცმა ლომბარდის გაძარცვა სცადა. შემთხვევის დროს, მოლარე შიგნით იმყოფებოდა და მცედოლობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დაწესებულების მეპატრონემ "ესპერსონა"-ს სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერი მოაწოდა, სადაც კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება შენიღბული მამაკაცი ლომბარდის კარს და მის გაღებას ცდილობს. მოლარე რომელიც შიგნით იმყოფებოდა ჩვენთან საუბარში ყვება, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონიათ და მათ პოლიციას უკვე მიმართეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

0
1
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top