Amazon-მა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების გამოსახულებიანი საახალწლო ნაკეთობები გაყიდვებიდან ამოიღო

ეს პერსონა

უმსხვილესმა ინტერნეტ-მაღაზიამ Amazon-მა გაყიდვებიდან საშობაო ნაკეთობები ამოიღო, რომელზეც ფაშისტების ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი - ოსვენციმი იყო გამოსახული. ამის გაკეთება კომპანიას მას შემდეგ მოუწია, რაც ნაძვის ხის სათამაშოები პოლონეთში მდებარე აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალურმა მუზეუმმა გააკრიტიკა.

„აუშვიცის გამოსახულებიანი საშობაო დეკორაციების გაყიდვა შეუსაბამო ჩანს. აუშვიცი ბოთლის თავსახურზე არის საკმაოდ მტკივნეულო და უპატივცემულო“, - წერია მუზეუმის პოსტში.

შემდგომ მუზეუმმა დაწერა, რომ Amazon-მა აღნიშნული დეკორაციები ამოიღო.

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ ოკუპირებულ პოლონეთში საკონცენტრაციო ბანაკთა ქსელი ააშენა. მარტო ოსვენციმში 1940-1945 წლებში ერთ მილიონზე მეტი ებრაელი დახოცეს, აქედან  232 000 ბავშვი აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top