თბილისში პიროტექნიკით მცირეწლოვანი დაშავდა

ეს პერსონა

თბილისში პიროტექნიკით მცირეწლოვანი დაშავდა. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძე თქმით, მცირეწლოვანს ​სახის მარჯვენა მხარე აქვს დაზიანებული, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის.

„გუშინ შემოვიდა ოთხი წლის ბავშვი კლინიკაში. საახალწლო პეტარდის შედეგად დაზიანებული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, ორივე ქუთუთო, საბედნიეროდ თვალი გადარჩენილი გვაქვს. ბავშვს გაუმართლა, რადგან ღრმა დაზიანებები სახეზე არ აღენიშნება, თუმცა იყო ალბათობა, რომ გაცილებით დიდი დაზიანება მიეღო.

ეს იყო წელს პირველი შემთხვევა, ამის შემდეგ, დასვენების დღეებში, არდადეგებზე უფრო მეტ შემთხვევას ველოდებით, მით უმეტეს ახალი წელი ახლოვდება. მშობლებს ვთხოვ, ბავშვებთან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისთვის ცოტა მეტი დრო დახარჯონ“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top