უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ეს პერსონა

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დავითაშვილის ცხედარი, ჭაში იპოვეს.

როგორც kvirispalitra.ge წერს, დავითაშვილი უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მკვლელობა სავარაუდოდ, თანხის „შეწერას“ უკავშირდება. 

უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს.

„დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს. ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ნიკა დავითაშვილი იმ მამაკაცებს. რამდენიმე წუთი ესაუბრება, ამის შემდეგ ჯდება მანქანაში და იქაურობას მათთან ერთად ტოვებს. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ", -აცხადებს წყარო kvirispalitra.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ტეგები:
0
0
0
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top