„შავ პარასკევს“ ამერიკელებმა ონლაინ გაყიდვებზე რეკორდული თანხა დახარჯეს

ეს პერსონა

წლევანდელმა „შავმა პარასკევმა“შესაძლოა, თავისი რეკორდი მოხსნას. ამერიკელებმა 7.4 მილიარდი დოლარი დახარჯეს ონლაინ გაყიდვებზე, ხოლო 4.2 მილიარდი დოლარი მადლიერების დღეს.

წინა წლისგან განსხვავებით 2019 წელს მადლიერების დღე 6 დღით გვიან დადგა. Adobe Analytics-ის თანახმად, კომპანიებმა ძალიან  შეღავათიანი ფასდაკლებები შესთავაზეს ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა აღჭურვილობა,  სპორტული საქონელი, ტელევიზორები, სამომხმარებლო ნივთები და თოჯინები.

Adobe-ის კომერციული პროდუქციისა და პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეისონ ვუსლის განცხადებით, წლევანდელი ფასდაკლების პერიოდი უფრო მოკლე აღმოჩნდა და ამან „შეკუმშვის ეფექტი“ გამოიწვია.

2 დღის განმავლობაში მყიდველებმა 11.6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. „შავი პარასკევი“ განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა მობილურების გასაყიდად, მარტო 2.9 მილიარდი დოლარი სმარტფონების გაყიდვაზე მიდის. როგორც გაირკვა, სულ უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია ნივთები ონლაინ შეიძინოს.

Fiserv-ის მონაცემებით,  „შავი პარასკევის“ ტრადიციულ გაყიდვებს ჩვეულებრივი დღეების მაჩვენებელთან შედარებით 4.2%-იანი ზრდა ჰქონდა ელექტო- და სხვა სახის მოწყობილობებზე, სპორტულ საქონელზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. სავაჭრო აქტიურობა გადაინაცვლა „კიბერ ორშაბათზე“. Adobe-ის მონაცემებით, ონლაინ გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 9.4 მილიარდ დოლარს მიაღწია

ვუსლის გათვლებით, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი 29 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც Adobe-ის გათვლებით, წინასაშობაო სეზონის ჯამური ონლაინ გაყიდვების 20%-ს უნდა შეადგენდეს.

Adobe-ის თანახმად, ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა  Frozen 2-ის, NERF-ისა Paw Patrol-ის თოჯინები, ასევე ვიდეო თამაშები: "FIFA 20," "Madden 20," და Nintendo Switch, ელექტრომოწყობილობები, როგორებიცაა Apple-ის ლეპტოპები, AirPods-ები და Samsung-ის ტელევიზორები.

ონლაინგაყიდვებმა  და მაღაზიების ტრანზაქციებმა 43.2%-ითაა გაზრდილი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიებმა მოახერხეს ოფლაინ და ონლაინ ოპერატორების დაკავშირება.

გარდა ამისა, გაიზარდა სმარტფონებით ჩატარებული აგყიდვების მაჩვენებელიც.

„შავი პარასკევი“ ესაა აშშ-ის დღესასწაულის, მადლიერების დღის შემდგომი დღე. მიიჩნევენ, რომ სწორედ „შავი პარასკევიდან“ იწყება წინასაშობაო და წინასაახალწლო ფასდაკლებების სეზონი. ხშირად ფასდაკლებები შაბათ-კვირასაც გრძელდება, ხოლო მომდევნო ორშაბათს ხანდახან „კიბერ ორშაბათად“ მოიხსენიებენ, რადგან ფასდაკლებები ინტერნეტ-მაღაზიებში ინაცვლებს.

 
  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top