პანკისის ხეობაში განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი უკვე გააცნეს

ეს პერსონა

პანკისში მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე პირს ბრალი უკვე გააცნეს. ადვოკატის, ელენე ქიშმარიას განმარტებით, ორივე მათგანს ბრალი დუამძიმდა. 

"არბი ქავთარაშვილი სრულად აღიარებს ბრალს და თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება რამაზს, შევჯერდებით საბოლოო ვერსიაზე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ",- ამბობს ელენე ქიშმარია.

რამაზ ხანგოშვილს ბრალი ვისური მუთოშვილის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება. ხოლო არბი ქავთარაშვილს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვასა და მისი საკუთრების მინით დაუფლებას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა რამდენიმე კი, დაიჭრა


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top