"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე: არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

ეს პერსონა

"არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამ ქვეყანაში ყველას გვჯერა, რომ "სირცხვილია“, "შეცვალე“ არის "ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტს პარტიის ახალგაზრდული იორგანიზაციის თავმჯდომარე. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ ყველა სახის ძალადობას ემიჯნება.

"ჩვენ, ჩვენი პარტია და მე, რა თქმა უნდა, ყველა ძალადობას ვემიჯნები. მიუღებელია ის, რაც მოხდა, იმ დროს აქ ვიყავი, მაგრამ რაც ვნახე და ვიხილე პარტიის ოფისთან კადრებში. არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამ ქვეყანაში ყველას გვჯერა, რომ "სირცხვილია“, "შეცვალე“ არის "ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს ადამიანები უკვე პირდაპირ გადავიდნენ აგრესიაზე, ძალადობაზე თან ისეთ დღეს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აღნიშვნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის, რაც მართლა ისტორიული მიღწევაა. ყველა მსგავსი შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, რომ არ დარჩება დაუსჯელი, ყველა ის ადამიანი, ვინც იქცეოდა აგრესიულად, უნდა დაისაჯოს“ ,- ამბობს "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

3
0
0
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top