ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" მეექვსედ მოიპოვა

ეს პერსონა

„ოქროს ბურთის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა. ნომინაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოცხადება იყო. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო.

„ბარსელონას“ ფორვარდი მეექვსედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი და დაამყარა რეკორდი. არგენტინელს პრიზი გადასცა შარშანდელმა გამარჯვებულმა, ლუკა მოდრიჩმა. გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ვირჯილ ვან დეიკმა, მესამე – კრიშტიანო რონალდომ.

„იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი ​ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

2019 წლის საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა „ლივერპულის“ კარის დარაჯმა ალისონმა.

ქალ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო ამერიკელი მეგან რაპინო გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ლუსი ბრონზი, მესამეზე – ამერიკელი ალექს მორგანი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top