70-მდე შიშველმა ადამიანმა მოდის ინდუსტრიისთვის ცხოველების მოკვლა გააპროტესტა

ეს პერსონა

ბარსელონაში ცხოველთა უფლებების დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა. პერფორმანსში,  შიშველმა აქტივისტებმა ფლეშმობი გამართეს. პროტესტის მონაწილეები ნატურალური ბეწვის წარმოების აკრძალვას ითხოვდნენ, წერს Daily Mail.

ორგანიზაცია Anima Naturalis-ს 70- მდე მონაწილემ სიმბოლოებით შეეცადა გადმოეცა ცხოველების მდგომარეობა, როდესაც მათ ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის წირავენ. მონაწილეებმა მიწაზე დაწოლითა და ხელოვნური სისხლის წასმით რამდენიმე წუთიანი მდუმარებით გამოხატეს პროტესტი.

ერთ-ერთ აქტივისტს ხელში ტრაფარეტი ეჭირა, წარწერით: "რამდენი ცხოველის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ერთ ქურთუკს?" 

რამდენიმე ცნობილმა ბრენდმა, თავის წარმოებაში აკრძალა ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ნივთების გამოშვება, ესენია Versace, Prada, Michael Kors, Burberry, Gucci.

გარდა ამისა, ერთი თვის წინ დედოფალმა ელიზაბედ II-მ უარი განაცხადა ნატურალური ბეწვის ჩაცმაზე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top