ქობულეთის საკრებულოს შენობაში ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ეს პერსონა

ქობულეთის საკრებულოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ „ქართული ოცნების" წევრებს „ზონდერები“ უწოდა, რაზეც ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ „ნაციონალური მოძრაობას" წევრებს ასევე „ზონდერები“ უწოდა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა. სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე გაიყვანეს, ერთი პირი კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

დილიდან ქობულეთის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. „ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, მათ შენობაში შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

„დილიდან აპირებდნენ შემოვარდნას, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მერიის თანამშრომლებს. ესაა მათი ჩვეულებრივი ხელწერა, რომ არაფრისგან შექმნან დესტრუქციული მუხტი", - განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

წყარო: interpressnews.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top