ვახტანგ გომელაური: ახლა ვცდილობთ, აქციის დაშლამდე გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე

ეს პერსონა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროტესტო აქციების წყლის ჭავლით დაშლაზე იხუმრა. მისი თქმით, შსს-ს ცივი წყლის გამოყენების გამო აკრიტიკებენ, რის გამო პოლიციელები წინასწარ წყალს გაათბობენ.

გომელაურის თქმით, შსს ზრუნავს, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ.

მისივე განცხადებით, უწყებას როგორც უმოქმედობაში, ასევე განხორციელებული ქმედებებისთვის  აკრიტიკებენ.  

„ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top